უახლესი ამბები

The Washington Post – აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ობამას მხარდაჭერა ეცემა

09 10 2014 | ავტორი: admin
The Washington Post – აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ობამას მხარდაჭერა ეცემა
გარესამყარო
0

აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ეცემა, სამაგიეროდ, სულ უფრო იმატებს კრიტიკა. – ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.

სტატიაში საუბარია პენტაგონის ყოფილი მეთაურის, ლეონ პანეტას წიგნის შესახებ, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტის ლიდერობის შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას. პანტენა აკრიტიკებს ობამას იმის გამო, რომ ის „დაიბნა“ და უარი თქვა ჰილარი კლინტონის შეთავაზებაზე იმის თაობაზე, რომ დაეწყოთ სირიელი ოპოზიციონერების შეიარაღება, რის შედეგადაც ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნა, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ შეავსო – წერს გამოცემა.

„ობამას არ უყვარს დებატები, საჩივრები და გაშვებული შესაძლებლობები. მისი ჩაკეტილობა მას ხელს უშლის მოკავშირეების და მომხრეების შეძენაში. პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტას ობამა ლოგიკურად უდგება და არა ლიდერული ქარიზმატულობით“ – ციტირებს გამომცემლობა ლეონ პანეტას წიგნიდან.

გამომცემლობა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მემუარები ასევე გამოაქვეყნა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა 2006-2011 წლებში რობერტ გეიტსმა, რომელშიც მნიშვნელოვანი ნაწილი ობამას კრიტიკას ეძღვნება. ობამას არც ისე ბევრ მომხრეთა შორის რჩება ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
„თუმცა, ბაიდენის საკუთარ მხარდამჭერად აღქმაც საეჭვო სიმდიდრეა“ – წერს გამოცემა.

მომზადებულია kavkazcenter.com-ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია