უახლესი ამბები

რუსეთი აფხაზეთს ერთიანი არმიის შექმნას სთავაზობს

14 10 2014 | ავტორი: admin
რუსეთი აფხაზეთს ერთიანი არმიის შექმნას სთავაზობს
კანონპროექტი
0

დე ფაქტო აფხაზეთის არაღიარებულ პარლამენტში რუსეთის მხრიდან შეთანხმება შევიდა, რომელიც აფხაზურ-რუსული შეიარაღებული ძალების ერთიანი ჯარის ჩამოყალიბებას გულისხმობს. დოკუმენტის ტექსტი ადგილობრივ საააგენტო აპსნიპრესზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული შეთანხმება დოკუმენტში მეხუთე თავადაა მოხსენიებული, რაც „აგრესიის საპასუხო, შეიარაღებული თავდასხმისთვისაა შექმნილი“.
გარდა ამისა, შეთანხმებაში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის დაცვის საერთო თავდაცვითი მექანიზმი, ასევე საზღვრის დაცვითი მოქმედებების გეგმა.
როგორც დე ფაქტო აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი ხაჯიმბა იტყობინება, დოკუმენტი არაღიარებულ პარლამენტში რუსეთის მხრიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შევიდა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყარო იტყობინება, რომ აღნიშნული შეთანხმებები, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული, არ ავნებს აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და მის სუვერენიტეტს და შესაბამისად, სოხუმში არანაირ უარყოფით რეაქციას არ იწვვევს.

მომზადებულია tvrain.ru-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია