უახლესი ამბები

2015 წელს საქართველოში პენსია გაიზრდება

15 10 2014 | ავტორი: admin
2015 წელს საქართველოში პენსია გაიზრდება
კანონპროექტი
0

საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა შეთანხმდა, რომ 2015 წელს საქართველოში პენსია გაიზრდება. ეს საკითხი კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს გადაწყდა.

კანონმდებლები აცხადებენ, რომ ზუსტი რიცხვები თუ რამდენი ლარით გაიზრდება პენსია ნოემბერში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც დეპუტატთა შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის უკვე შესწორებულ ვარიანტს გადააგზავნის.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში დასრულებულია. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ხვალ 16 ოქტომბერს უკვე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ, ასევე ხვალ გაიმართება შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს ნციონალური მოძრაობა მხარს არ უჭერს.