უახლესი ამბები

დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს გამოეხმაურა

01 05 2014 | ავტორი: admin
დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს გამოეხმაურა
კანონპროექტი
0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ანტისდრკიმინაციულ კანონპროექტს ბრიფინგზე გამოეხმაურა.

„ჩვენ რა თქმა უნდა დიდი ყურადღებით ვუსმენთ საზოგადოების მოსაზრებებს ამ თემაზე, ილია მეორის ბოლო განცხადება, სადაც მან გვთხოვა, კიდევ ერთხელ გვემსჯელა რამე ხომ არ გვეშლება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტმა ეს გაითვალსიწინა და განხილვა გადადო.

არასწორია ის მტკიცება, რომ პარლამენტს ამ კანონპროექტით შემოაქვს ახალი ტერმინები საკანონმდებლო სივრცეში, „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“. ტერმინი „სექსულაური ორიენტაცია“ და ამ ნიშნის გამო დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოს კანონმდებლობაში გვხვდება 1997 წლიდან მოყოლებული, ამ წელს ჩაიწერა პირველად რომ ამ ნიშნით დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია და ამისთვის სათანადო ყურადრების არმიპყრობა სამედიცნო პერსონალის მხრიდან.

ყველას მოვუწოდებ არ წამოვეგოთ პოლიტიკურ სპეკულაციაზე გარკვეული ჯგუფების მხრიდან რომლებსაც საზოგადოება შეყავთ შეცდომაში და ამბობენ რომ ამ კანონში ვამბობთ ჩვენ ამ ტერმინს და ამით ჩვენ რაღაცას ვამკვიდრებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.