უახლესი ამბები

მკვლელობა „ილიაუნიში“

17 10 2014 | ავტორი: admin
მკვლელობა „ილიაუნიში“
კრიმინალი
0

„ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლექტორი მაკა წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა წივწივაძეს , მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაკა წივწივაძეს რამდენიმე საათის წინ „ილიაუნში“ ყოფილმა ქმარმა ესროლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მაკა წივწივაძე „ბრიტანული საბჭოს“ თანამშრომელი იყო და „ილიაუნის“ სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
აღნიშნულ ფაქტ მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„როგორც ქალი ვგმობ იმას რაც დღეს ილიას სახელობის უნივერსიტეტში მოხდა და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო! ვიცი რომ ამ ტრაგიკული საქმის შესახებ დიდი ინტერესია და ათასი ვერსია ვრცელდება. მე მოგაწვდით ინფორმაციას მიმართა თუ არა მარია წივწივაძემ გარდაცვალებამდე პოლიციას და რა რეაგირება მოახდინეს პოლიციელებმა და რას აკეთებს სამინისტრო ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა ვფიქრობ ეს პრობლემა გაცილებით სიღრმისეულ შესწავალს საჭიროებს და მის განხილვაში ფსიქოლოგები და სოციოლოგები აქტიურად უნდა ჩაერთონ, მნიშვნელოვანია არასამათვრობო სექტორის აქტიურობა, ოჯახური ძალადობის საკითხებზე მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სამინისტროსთვის ფასდაუდებელია. მათი რეკომენდაციებს ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ და პრაქტიკაშიც ვიყენებთ.
შესაძლოა ზოგ შემთხვევაში არსებობს პრეტენზიები პოლიციის მიმართ იმის გამო, რომ არ ხდება სათანადო რეაგირება ოჯახური ძალადობის ფაქტებზე. დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მარია წივწივაძის მიმართვის საფუძველზე ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი მოქმედება. მარია წივწივაძემ მიმართა რუსთავის პოლიციას 22 სექტემბერს, მოხდა გასაუბრება ორივე მხარესთან და შედგა შესაბამისი ოქმი. მარია წივწივაძემ განაცხადა, რომ სურს მისმა მეუღლემ აღარ შეაწუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვს შემაკავებელი ოქმის გამოწერას. შემდეგ 26 სექტემბერს მარია წივწივაძემ მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას, 29 სექტემბერს მოხდა მისი მეუღლის დაბარება პოლიციაში და გაფრთხილება რომ მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მრავალმხრივი მუშაობა:
1. 2012 წლის მაისში, შსს-ს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია და ეს ქმედება თავისუფლებლების აღკვეთით დასჯადი გახდა.
2. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით უკვე რამდენიმე თვეა ტარდება ფართომასშტაბიანი ტრენინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის.
3. შსს-ში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის ფუნქციაში შედის თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის წარმოება და რეაგირების ადეკვატურობის ანალიზი. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ხარვეზები, იგეგმება საგანგებო შეხვედრა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
4. იგეგმება ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის დაწყება“, – წერს გიორგობიანი.