უახლესი ამბები

მწერალთა სახლში რენე კალანდიას პოეზიის ერთტომეულის პრეზენტაცია გაიმართა

17 10 2014 | ავტორი: admin
მწერალთა  სახლში რენე კალანდიას პოეზიის ერთტომეულის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურა
0

ცნობილ ქართველ პოეტსა და მთარგმნელს რენე კალანდიას დაბადებიდან 70 შეუსრულდებოდა. პოეტის იუბილის აღსანიშნავად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რენე კალანდიას ლექსების ერთტომეული გამოიცა, რომლის პრეზენტაცია მწერალთა სახლში მოეწყო. ერთტომეულში პოეტის რჩეული ლექსები შეევიდა.

პოეტის პირველი წიგნი, სახელწოდებით „ხსოვნის ყვავილები“ აფხაზეთში, ჯერ კიდევ 1972 წელს დაიბეჭდა. შემდეგ იყო არაერთი საინტერესო და ორიგინალური პოეტური კრებული. რენე კალანდიას  ლექსები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი. ამდენად, მის პოეზიას კარგად იცნობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.