უახლესი ამბები

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

01 05 2014 | ავტორი: admin
პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
კანონპროექტი
0

პარლამენტმა კანონპროექტი  „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და მისგან გამომდიანრე კანონპროექტები მეორე მოსმენით 112 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

პარლამენტმა„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, კენჭი უყარა „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ალტერნატიულ წინადადებას, რომლის თანახმად იმ შემთხვევაში, თუკი დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არ შესრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ის მიმართავს სასამართლოს, რათა გამოყენებული იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ჯარიმა იმ პირის მიმართ, რომელიც არ შეასრულებს რეკომენდაციას.

აღნიშნული ალტერნატიული წინადადება 43 ხმით 24-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, მისი მეორე მუხლის მეორე პიუნქტი, რის გამოც შეიძლებოდა საპარლამენტო უმცირესობას კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა შეიცვალა. კერძოდ, ამ პუქნტის თავდაპრიველი ვარიანტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია’ აღარ ჩაითვლება ასეთად თუ “ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის საზოგადოებრივი მორალის დაცვას, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწვად”.

ჩასწორებულ ვარიანტში აღნიშნული ფორმულირების ნაცვლად ჩაიწერა, რომ „პირდაპირი დისკრიმინაცია“ აღარ ჩაითვლება ასეთად თუ „ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის საზოგადოებრივი ზნეობისა და წესრიგის დასადაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწვად“.