უახლესი ამბები

სოფელ დარჩეთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

19 10 2014 | ავტორი: admin
სოფელ დარჩეთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
კრიმინალი
0

გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ეჭვმიტანილი 1941 წელს დაბადებული მამაკაცია. მას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1946 წელს დაბადებულ მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით მიმდინარეობს.