უახლესი ამბები

ყაზბეგის ქუჩაზე დაჭრილი მოქალაქე მართვით სუნთქვაზეა, პოლიციელის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა

19 10 2014 | ავტორი: admin
ყაზბეგის ქუჩაზე დაჭრილი მოქალაქე მართვით სუნთქვაზეა, პოლიციელის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა
კრიმინალი
0

ამ დრომდე მძიმეა გუშინ ყაზბეგის ქუჩაზე ორმხრივი სროლისას დაჭრილი მოქალაქის მდგომარეობა. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

ასევე, ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში რჩება საპატრულო პოლიციის დაჭრილი თანამშრომელიც, თუმცა მის მდგომარეობბას ექიმები სტაბილურად აფასებენ და აცხადებენ, რომ გადაუდებელმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და სამართალდამცველის მდგომარეობა უკეთესია.

შეგახსენებთ, ყაზბეგის #26-ში საპატრულო პოლიცია ოჯახური კონფლიქტის გამო გუშინ ქალბატონმა გამოიძახა. ადგილზე მისულ პოლიციელებს კი მისმა მეუღლემ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ერთი პარტულ-ინსპექტორი დაიჭრა, მისი მეწყვილის საპასუხო სროლით კი დაიჭრა თავდამსხმელიც.