უახლესი ამბები

კანადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ებოლის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ ვაქცინას გადასცემს

19 10 2014 | ავტორი: admin
კანადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ებოლის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ ვაქცინას გადასცემს
გარესამყარო
0

კანადის ხელისუფლება ორშაბათს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ებოლის ვირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ 800 ვაქცინას გადასცემს.

კანადის სახელმწიფო მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მიერ შექმნილი ვაქცინის შემოწმება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების კვლევით ინსტიტუტში განხორციელდა.

ვაქცინა თავდაპირველად საავადმყოფოებს დაურიგდებათ, ხოლო ფართო მოხმარებაში 2015 წლის დასაწყისში ჩაეშვება.

პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ გერმანული ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“ ებოლის ვირუსით დაავადებული ავადმყოფების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისთვის სპეციალურად აღჭურვილ თვითმფრინავებს ააგებს. ახალი საჰაერო ხომალდები მზად ნოემბრისთვის იქნება. დღეისათვის მსოფლიოში სულ ორი თვითმფრინავია, რომელიც მწვავე ინფექციური დაავადების მქონე პაციენტების გადაყვანას უზრუნველყოფს.