უახლესი ამბები

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა

19 10 2014 | ავტორი: admin
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა
კულტურა
0

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ტრადიციულად, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.

ფესტივალს წელს დაარსებიდან 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა.

2014 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩეოდა – ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.

ფესტივალის დახურვას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

თელავში ლეგენდარული ფესტივალი ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.