უახლესი ამბები

დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული იმართება

25 10 2014 | ავტორი: admin
დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული იმართება
კულტურა
0

დღეს და ხვალ დედაქალაქში თბილისობას აღნიშნავენ. თბილისობის დღესასწაული წელს ოცდამეთხუთმეტედ აღინიშნება. გახსნის საზეიმო ცერემონიალი რამდენიმე წუთის წინ საკრებულოს განახლებულ შენობაში გაიმართა.

გამოვლინდნენ საპატიო თბილისელები. ჯილდო ათმა მოქალაქემ მიიღო. ესენი არიან: ლამარა აბაშმაძე, ანზორ ერქომაიშვილი, გურამ ბზვანელი, კახი კავსაძე, ბაჩანა ბრეგვაძე, ივა ბერაძე, გია ჭირაქაძე, გივი ღამბაშიძე, რიჩარდ ნორლანდი, იუვალ ფუქსი.

საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, პრემიერმა, თბილისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ.