უახლესი ამბები

„გუგლის“ ვიცე-პრეზიდენტმა სტრატოსფეროდან რეკორდული ნახტომი შეასრულა

25 10 2014 | ავტორი: admin
„გუგლის“ ვიცე-პრეზიდენტმა სტრატოსფეროდან რეკორდული ნახტომი შეასრულა
გარესამყარო
0

კორპორაცია „გუგლის“ ვიცე-პრეზიდენტმა რეკორდი მოხსნა. ალან იუსტასი სტრატოსფეროდან 41 ათასი მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.

57 წლის იუსტასს სპეციალური აეროსტატის მეშვეობით ატმოსფეროს ზედა ფენაში ასასვლელად 2-საათნახევარი დასჭირდა. თავისუფალი ვარდნიდან 90 წამის შემდეგ კი, მან ბგერის სიჩქარეს გადააჭარბა. თავისუფალი ვარდნა სულ 5 წუთს გაგრძელდა.

9 ათასი მეტრის სიმაღლეზე კი ალან იუსტასმა პარაშუტი გახსნა და ხმელეთზე მსუბუქად დაეშვა. ნახტომი კოსმოსის კვლევის პროექტის ფარგლებში განხორციელებული კამპანიის ნაწილია, რომელიც სტრატოსფეროს ზედა ფენების შესწავლას გულისხმობს.

წინა რეკორდი ფელიქს ბაუმ-ჰარტეროს ეკუთვნის, რომელიც 2012 წელს 39 ათასი მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.