უახლესი ამბები

პუტინის გეგმა: პუტინი პოროშენკოს ჩამოგდებას მომავალი წლის ბოლოს აპირებს

26 10 2014 | ავტორი: admin
პუტინის გეგმა: პუტინი პოროშენკოს ჩამოგდებას მომავალი წლის ბოლოს აპირებს
გარესამყარო
0

პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ილარიონოვმა მასმედიასთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პუტინს სურს შექმნას პრორუსული ჯგუფი ახალ რადაში, რომლის დავალებაც პოროშენკოს ჩამოგდება იქნება.

მისი თქმით, რადის დეპუტატობის კანდიდატებს შორის მრავლად არიან პრორუსული ადამიანები, მათ შორის დემოკრატიულ ძალებშიც.

ილარიონოვი აცხადებს, რომ პუტინმა წარადგინა დავალება, რათა შეიქმნას მაქსიმალურად დიდი ჯგუფი, რომელიც რადის მუშაობის ბლოკირებას მოახდენს.

გარდა ამისა, ექს-მრჩეველი ზუსტ პერიოდსაც ასახელებს, როცა პუტინი პოროშენკოს ჩამოაგდებს – ეს თარიღია 2015 წლის ბოლო თვეები.

„კრემლი ახლა ეშმაკურად მოქმედებს, შედარებით შემოქმედებითად და რა თქმა უნდა, იყენებს შედარებით მეტ რესურსებს“, – განაცხადა ილარიონოვმა.

მისი თქმით, კრემლი არ დატოვებს არცერთ შანს უკრაინის სტაბილურობისათვის, მაგრამ თვლის, რომ პუტინის რვა თვიანი აგრესის შემდეგ ევროკავშირს და აშშ-ს არ ძალუძს, რომ კრემლის ამბიციებს უპასუხოს.
„მომდევნო ორი წელი, განსაკუთრებით ზამთარი და წლის ბოლო, ჩემი ხედვით, შედარებით სახიფათო იქნება. რადგან დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის დამხობის პროგრამის გეგმის შესასრულებლად, ამ დროისთვის მობილიზებული იქნება ყველ არსებული და რარსებული რესურსი“,- პროგნოზირებს ილარიონოვი.
ის დარწმუნებულია, რომ პუტინს სურს უკრაინა დაშალოს 2017 წლამდე, სანამ აშშ-ში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ვინაიდან თვლის, რომ ობამას არ ძალუძს მისი ამბიციების წინააღმდეგ წასვლა.

 

 

მომზადებულია kavkazcenter.com- ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია