უახლესი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზებმა პირველად იგრძნეს, რომ რუსეთი მათ დამოუკიდებლობანას ეთამაშებოდა

28 10 2014 | ავტორი: admin
პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზებმა პირველად იგრძნეს, რომ რუსეთი მათ დამოუკიდებლობანას ეთამაშებოდა
კანონპროექტი
0

„საქართველო აფხაზებს სთავაზობს კონკრეტულ პერსპექტივას ევროპული სტანდარტების მიხედვით, მომავლის განსაზღვრას საქართველოს შემადგენლობაში“, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აფხაზმა ხალხმა პირველად იგრძნო რუსეთის რეალური დამოკიდებულება მათ მიმართ და სწორედ ამან გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეეთავაზებინა მათთვის ფართო ავტონომია. ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველომ აფხაზებს და ოსებს კონკრეტული პერსპექტივა შესთავაზა.

„ბუნდოვანია მათი პერსპექტივა. ამ ფონზე, საქართველო მათ სთავაზობს კონკრეტულ პერსპექტივას ევროპული სტანდარტების მიხედვით, მომავლის განსაზღვრას საქართველოს შემადგენლობაში. პოლიტიკურად, მათ პირველად იგრძნეს, რომ რუსეთი მათ ამ ხნის მანძილზე ეთამაშებოდა დამოუკიდებლობანას და სინამდვილეში მას არაფერი ჰქონდა საერთო ამ მიმართულებით“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.