უახლესი ამბები

ლიტვური ჟურნალი Geopolitika რუსეთის ნელი, მაგრამ სწორი, დამანგრეველი მოავლის მოახლოებაზე წერს

29 10 2014 | ავტორი: admin
ლიტვური ჟურნალი Geopolitika რუსეთის ნელი, მაგრამ სწორი, დამანგრეველი მოავლის მოახლოებაზე წერს
გარესამყარო
0

ლიტვური ჟურნალი Geopolitika რუსეთის ნელი, მაგრამ სწორი, დამანგრეველი მომავლის მოახლოებაზე წერს

– როდესაც ყირიმის ანექსიაზე დასავლურმა სამყარომ ფრთხილი რეაგირება მოახდინა პირველი სანქციებით, მოსკოვი მხოლოდ იცინოდა. შემდეგ მან საპასუხო დარტყმა გააკეთა – დაიწყო ეკონომიკური ორიენტაციის შეცვლა ჩინეთის ეკონომიკისაკენ.

დასავლური სანქციები კომპრომისულ გადაწყვეტილებად იქცა. დღეს, მიუხედავად კრიტიკისა, ცხადი ხდება, რომ რამდენიმე გამკაცრების შემდეგ სანქციებმა მოქმედება დაიწყო. შედარებით რომ ვთქვათ, რუსეთისთვის უკვე დაიქუხა და კიდევ დაიქუხებს. მაგრამ ეს ნელა მოახლოვებადი ქუხილია.

მსხვილმა რუსულმა კომპანიებმა, რომლებიც დასავლეთის შავ სიაში მოხვდნენ (სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი „როსნეფტი“, „როსნანო“, გაზის ბიზნესით დაკავებული „ნოვატეკი“ და სხვები) სანქციები საკუთარ კანზე უკვე იგრძნეს, ამიტომ, ფინანსური დახმარება ხელისუფლებას სთხოვეს ნაციონალური თანხებიდან.

რუსული ფულის ერთეულზე ასევე უარყოფითად აისახება სავალუტო აჟიოტაჟი: ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც დასავლეთში კრედიტირების პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, აქტიურად ყიდულობენ ვალუტას და ცენტრალურ ბანკს ხელოვნურად უწევს რუბლის გადარჩენა გაუფასურებისგან. მხოლოდ პირველი 9 დღის განავლობაში, ამ მიზნისთვის 4,4 მილიარდი დახარჯა. ექსპერტთა აზრით, რუბლს რთული პერიოდი ელის.

რუსეთის რიგითი მოქალაქეებისათვის ეს სეროზული გამოცდა იქნება. „გლობალიზაციის პრობლემების ინსტიტუტის“ დირექტორი დელიაგინი რუბლის გაუფასურების შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას – ფასის ზრდა და მოსახლეობის მიერ შესყიდვის ვარდნა, რასაც ოფიციალური რუსული სტატისტიკაც ამტკიცებს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც რუსულ რუბლს ურტყამს – გაიაფებული ნავთობია. ეს გამოწვეულია მსოფლიო მოთხოვნის შემცირებით, ირანის მიმართ სანქციების შემსუბუქებით და ნავთობმწარმოებელთა ზრდით.

უკვე დიდი ხანია, რაც საუბრობენ იმაზე, რომ ენერგორესურსებით ვაჭრობის რუსული ეკონომიკის ბაზისად ქცევა მოსკოვის შეცდომაა. დღეს რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია დარწმუნდეს იმაში, რომ სანქციები და გაიაფებული ნავთობი ქვეყანას არამდგრადს ხდის.

სანქციები შეეხო ისეთ სფეროს, რომელსაც ნაკლებად ელოდნენ, კაპიტალი ქვეყნიდან გადის, რის შედეგადაც რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშით სახელმწიფომ დაკარგა 85 მილაირდი დოლარი.
კრემლს არც ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმება აიმედებს, რაც ათწლეულის განმავლობაში, პეკინისთვის უფრო მეტად მომგებიანი იქნება, ვიდრე მოსკოვისთვის. გაზსადენ „სილა სიბირს“ არანაირი კავშირი არ აქვს ფინანსურ მოგებასთან. ამ ვითარებაში მოთხოვნებს პეკინი კარნახობს, ხოლო მოსკოვი წაგებაში რჩება.

ეს ყოველივე რუსეთს აზიანებს, მას ქამრების შემოჭერა მოუწევს რაც, იმაზე მეტყველებს, რომ სანქციები მუშაობს.

მომზადებულია kavkazcenter.com- ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია