უახლესი ამბები

ვიქტორ დოლიძე: „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ და არც ახლა ვუჭერთ მხარს

31 10 2014 | ავტორი: admin
ვიქტორ დოლიძე: „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ და არც ახლა ვუჭერთ მხარს
კანონპროექტი
0

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ და არც ახლა ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ვიტქორ დოლიძემ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოსმენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს.

„მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, შემჭიდროვებულ ვადებში და გონივრულად, იმიტომ, რომ ის ეპოქალური ცვლილება რომელიც შეეხება ამ მოსმენებს, თვალთვალს, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი უნდა დაესვას“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა „ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, ვეტო დაადო.