უახლესი ამბები

შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიური ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

31 10 2014 | ავტორი: admin
შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიური ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა
მეცნიერება
0

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამსრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მრგვალი მაგიდა „შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიური ოპტიმიზაციის საკითხები და ამ მიმართულებით ქართველი და აფხაზი კოლოგების თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა შავი ზღვის ეკოლოგიის საკითხებზე მომუშავე მეცნიერებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებივი რესურსების დეპარტამენტის, ცხუმ–აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ჩატარდა.