უახლესი ამბები

საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

04 11 2014 | ავტორი: admin
საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
კანონპროექტი
0

ცვლილებები “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში – დოკუმენტში მასწავლებელთა 4 სტატუსის შესახებ ჩანაწერი აღარ იქნება.

რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ხმაურიანი განხილვების შემდეგ პარლამენტის განათლების კომიტეტმა გამოსავალი იპოვა. პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად დაყოფის ნაცვლად, კანონში ჩაიწერება, რომ დიფერენცირების სქემას განათლების სამინისტრო შეიმუშავებს და მთავრობა დაამტკიცებს.

ეთი კვირის წინ კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძემ სამინისტროს წარმომადგენლებს ალტერნატიული კანონპროექტი წარუდგინა და მასწავლებლებისთვის, 4 სტატუსის განსაზღვრის ნაცვლად, მათთვის 3 თანამდებობის მინიჭება შესთავაზა.

თუმცა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კენჭი არცერთ ვარიანტს არ უყარეს და მესამე ალტერნატიული ვერსია შეიმუშავეს.