უახლესი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი თანამდებობიდან გადადგა

04 11 2014 | ავტორი: admin
ალექსი პეტრიაშვილი თანამდებობიდან გადადგა
პოლიტიკა
0

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გააკეთა და თავისი გადაწყვეტილებების მიზეზიც განმარტა:

„ქვეყანაში არის რთული მდგომარეობა, კოალიციაში შეიქმნა სერიოზული კრიზისი , ის გადაწყვეტილება რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემთვის ნათელს ხდის , რომ ჩემდა სამწუხაროდ მისთვის პროკურატურის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა, მე უნდა ვუსურვო მას წარმატებები ევოპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების განხორციელებაში, მაგრამ მე ასევე მინდა ღიად ვთქვა , რომ ასეთი პროკურატურით და იმ ადამიანებით ვისაც ის ენდობა ევროატლანტიკური კურსის განხორციელებას ის ვერ შეძლებს.ირაკლი ალასანიამ ირაკლი ღარიბაშვილის ყველა კითხვაზე წარადგინა ამომწურავი პასუხი, მე არავითარი საფუძველი არა მაქვს იოტისოდენა ეჭვიც კი შევიტანო ირაკლი ალასანიას რწმენაში მისი თანამშრომლების უდანაშაულობასთან დაკავშირებით.“- განაცხადა პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით მინისტრის გადაყენება იმ საქმეების მსხვრევამ გამოიწვია, რომელიც პროკურატურას ყველაზე სერიოზულად მიაჩნდა

„პოლიტიკურმა გარემოებებმა დღეს აშკარად იჩინა თავი, ყველაზე სერიოზული საქმე , მათი ჭკუით , რომელიც მათ გამოიტანეს იმსხვრეოდა. მასობრივი დიარეის შემთხვევევი შეიძლება იყოს პროკურატურაში. აშკარაა სახეზე პოლიტიკური დარტყმა იმ რგოლზე , რომელიც არის წარმატებული უწყება, თავის საქმიანობაში გათვითცნობიერებულმა პროკურორის მოადგილემ განაცხადა რომ ის არ არის თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლი, მადლობა ღმერთს , რომ ის არ არის. ვაი საქართველოს, რომ ის არის იმ თანამდებობაზე, რომელიც მას უკავია.“- აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ განხორციელებულმა ქმედებებმა ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა:

„ვთვლი რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მართლაც მიადგა სერიოზული ზიანი, ნატოს ორი წამყვანი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ზუსტად ამ დროს ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება. ეს იყო დაგეგმილი შეტევა. ეს იყო დიდი შეცდომა და პროკურატურას ეს ძვირად დაუჯდება, მაგრამ მე პროკურატურის და კონკრეტული ინდივიდების დარდი არ მაქვს მე მაქვს ქვეყნის დარდი.“

„მე თამამად შემიძლია გითხრათ,განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ არარ ვიქნები ჩემს თანამდებობაზე, იქ სადაც არ არის ნდობა მთავრობის მეთაურის მხრიდან ჩემი პარტიის ლიდერის და მეგობრის მიმართ, მე იმ გუნდში ჩემს თავს ვერ და აღარ ვხედავ.“- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და თავისი გამოსვლა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პაროდირებით დაასრულა „ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი“