უახლესი ამბები

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე ქართულ ძეგლებზე უწყებათაშორისი ჯგუფი იზრუნებს

11 11 2014 | ავტორი: admin
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე ქართულ ძეგლებზე უწყებათაშორისი ჯგუფი იზრუნებს
კულტურა
0

ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე ქართულ ძეგლებზე უწყებათაშორისი ჯგუფი იზრუნებს. ამ შეთანხმებით დასრულდა პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა. დეპუტატებთან ერთად დარბაზში იმყოფებოდნენ მეცნიერები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოხსნებით წარდგნენ.

მხარეები თანხმდებიან, რომ ძეგლების ხელყოფის პროცესის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მეცნიერების ჩასვლაა აუცილებელი.