უახლესი ამბები

„როზეტას“ ლაბორატორიული მოდული კომეტა 67P-ზე დაჯდა

13 11 2014 | ავტორი: admin
„როზეტას“ ლაბორატორიული მოდული კომეტა 67P-ზე დაჯდა
მეცნიერება
0

წარმატებული კოსმოსური მისია – კოსმოსურ ხომალდ „როზეტას“ ლაბორატორიული მოდული კომეტა 67P-ზე დაჯდა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, 7-საათიანი ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდა. რობოტმა კომეტიდან პირველი ფოტოები უკვე გამოაგზავნა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კომეტის ზედაპირზე მოგროვებული მასალები პლანეტებისა და სიცოცხლის გაჩენის შესახებ კითხვებს გასცემს პასუხს.

კოსმოსური მისია 60 საათს გაგრძელდება.