უახლესი ამბები

ხაჯიმბა: „აღიარების პროცესი გაგრძელდება“

16 11 2014 | ავტორი: admin
ხაჯიმბა: „აღიარების პროცესი გაგრძელდება“
კანონპროექტი
0

ახალგაზრდა დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესი გაგრძელდება და ამ კუთხით მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. არაღიარებული ლიდერის თქმით, აფხაზეთმა ეს საკითხი მუდმივად უნდა გააჟღეროს რათა მიიღოს აღიარების რეალური შედეგი. მან ასევე აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმების საჭიროებაზეც ისაუბრა, მისი მტკიცებით, კრემლის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში საუბარი არ არის აფხაზეთის სუვერენიტეტის მინიმალიზაციაზე, სწორედ ამიტომ ის არ წარმოაგდენს საფრთხეს აფხაზეთისთვის.

„იმ ურთიერთობების გათვალისწინებით რომელიც ჩვენ საქართველოსთან და მის მეგობრებთან გვიყალიბდება, ჩვენ აღიარების საკითხი მუდმივად უნდა გავახმოვანოთ, რომ მივიღოთ ის რეალური შედეგი რომელიც ჩვენ გვჭირდება. რაც შეეხება ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შეთანხმების გამოქვეყნებას, ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა იცოდეს – რის გაკეთებას ვაპირებთ. ეს არის დოკუმენტი რომელიც ჩვენი ხალხის ბედთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ხაჯიმბამ .