უახლესი ამბები

ობამა – ანტირუსული სანქციების შერბილებისთვის იმ შემთხვევაში ვიქნები მზად, თუ რუსეთი სხვა გზას აირჩევს

17 11 2014 | ავტორი: admin
ობამა – ანტირუსული სანქციების შერბილებისთვის იმ შემთხვევაში ვიქნები მზად, თუ რუსეთი სხვა გზას აირჩევს
გარესამყარო
0

„ანტირუსული სანქციების შერბილებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები მზად, თუ რუსეთი სხვა გზას აირჩევს“, – ეს ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაა, რომელიც მან „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულებისას, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამიტის მიმდინარეობისას საშუალება ჰქონდა, ვლადიმერ პუტინს გასაუბრებოდა.

„არ მითქვამს მისთვის არაფერი იმისგან განსხვავებული, რასაც სახალხოდ ვლაპარაკობ“, – განაცხადა ობამამ.

ამერიკის პირველი პირი ამბობს, რომ თუ რუსეთი აირჩევს სხვა გზას, რაც უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს, ის იქნება პირველი, ვინც დასავლეთს შესთავაზებს, რუსეთს სანქციები მოუხსნას.