უახლესი ამბები

სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა 15 ტონამდე სიმინდის მოსავალი მიიღეს

18 11 2014 | ავტორი: admin
სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა 15 ტონამდე სიმინდის მოსავალი მიიღეს
ეკონომიკა
0

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა 15 ტონამდე სიმინდის მოსავალი მიიღეს. ათი ჰექტარი მიწის ფართობიდან მიღებული მოსავალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას სარგებლობის უფლებით გადმოსცა თითოეულ ოჯახზე ერთი ტონის ოდენობით გადანაწილდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და შპს „მექანიზატორის” თანადგომით ზუგდიდის რაიონში ათი ჰექტარი მიწის ნაკვეთზე აგროტექნიკური სამუშაოები (ნიადაგის ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა, თესვა და კულტივაცია სასუქის შეტანით) განხორციელდა. პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი რადმენიმე დევნილი ოჯახი დასაქმდა.