უახლესი ამბები

აფხაზეთიდან ორ დევნილს ღირსების ორდენები გადაეცა

19 11 2014 | ავტორი: admin
აფხაზეთიდან ორ დევნილს ღირსების ორდენები გადაეცა
საზოგადოება
0

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, აფხაზეთიდან დევნილ ვახტანგ ბერულავასა და ამრიდონ ჩეგიანს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცათ.

ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებული ბრძოლებისა და გამოჩენილი გმირობისთვის, ვახტანგ ბერულავასა და ამრიდონ ჩეგიანის კანდიდატურები ღირსების ორდენის ჯილდოსთვის საქართველოს პრეზიდენტს აფხაზეთის მთავრობამ წარუდგინა. ორივე მათგანის დაჯილდოებას გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენები გადასცსა 1986–1993 (26 სექტემბრამდე) წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ვახტანგ ბერულავასა და პოეტ ამრიდონ ჩეგიანს.

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ მათ ჯილდოს მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ჯილდოები მათ თავიანთი საქმითა და მოღვაწეობით დაიმსახურეს.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის მატერიალური თანადგომის გარდა სულიერი და მორალური მხარდაჭერა, მხარში ამოდგომა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ბევრმა არ იცის ალბათ, რამდენად რთულია ადამიანისთვის საკუთარი ფუძის მოშლა და სხვა გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს ორ ღვაწლმოსილ და ფრიად დამსახურებულ ადამიანს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა სამჭოს თავმჯდომარეს 1986-1993 წლებში ვახტანგ ბერულავასა და პოეტ ამრიდონ ჩეგიანსღირსების ორდენის გადაცემა (4) სახელმწიფო ჯილდო, ღირსების ორდენი გადაეცათ. მათ ძალიან ბევრი იშრომეს და იღვაწეს თავიანთი სამშობლოსთვის. აფხაზეთის ძნელბედობის ჟამს უდიდეს დახმარებას უწევდნენ ადამიანებს. მათ მთელ საქართველოს მისცეს მაგალითი პატრიოტიზმის, კეთილშობილების, ერთგულების, ერთმანეთის გატანის. სიტყვით თუ საქმით არაფერი დაუშურებიათ გაჭირვებაში ჩავარდნილი, დაზარალებული ადამიანებისთვის. ამავე დროს, ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ვახტანგ ბერულავასა და ამრიდონ ჩეგიასთვის ღირსების ორდენის გადაცემის საპატიო მისია დღეს ჩვენ შევასრულეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, მწერლებს, თანამოქალაქეებს, ყველას ვინც დღეს დევნილობაში იმყოფება, ამ საპატიო ჯილდოს მიღებას“, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ბერულავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების კომისიის საქმიანობაში. იგი სატრანსპორტო კომისიას ხელმძღვანელობდა და საგანგებო რეჟიმში უძღვებოდა ქალაქ სოხუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საპასუხისმგებლო საქმეს. ხელმძღვანელობდა როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო ტრანსპორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას. მან იხსნა არა მარტო ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლე, რომელთა შორის მეტწილად ქალები და ბავშვები იყვნენ, არამედ ბრძოლის ველზე დაჭრილ-დასახიჩრებული, სისხლისგან თითქმის დაცლილი მეომრებიც. ვახტანგ ბერულავას ბოლო წუთებამდე არ დაუტოვებია მშობლიური ქალაქი.

ამრიდონ ჩეგიანმა გაგრის დაცემის შემდეგ, ალყაში მყოფ მშობლიურ სოფელ ოთხარაში, ჩამოაყალიბა „სოფელ ოთხარის ხსნის კომიტეტი“ და თავად ჩაუდგა სათავეში კომიტეტს, სადაც ქართველებთან ერთად გაერთიანდნენ სოფლის უხუცესი აფხაზებიც. ხსნის კომიტეტმა შესძლო კონტაქტის დამყარება გუდაუთის ხელისუფლებასთან, გაკეთდა ე. წ. სამშვიდობო დერეფანი. ტყვეობიდან განთავისუფლდნენ სოფლის ახალგაზრდები. ოთხარის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა გადაურჩა სრულ განადგურებას. იგი 16 პოეტური კრებულის ავტორია.