უახლესი ამბები

მიხეილ მესხის სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ძეგლი გაიხსნა

19 11 2014 | ავტორი: admin
მიხეილ მესხის სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ძეგლი გაიხსნა
საზოგადოება
0

„ოქროს ბიჭების“ საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, დღეს მიხეილ მესხის ძეგლის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი სკულპტურა დაიდგა. იდეის ავტორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო, რომელმაც ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა.

პროექტი დედაქალაქის მერიისა და ქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. დღესვე დემიკო ლოლაძის ავტორობით, „დინამოს“ ნახევარსაუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის – სახელწოდებით „ქართული ფეხბურთის დიდგორი“ პრეზენტაცია შედგა.

ამ წუთებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში „დინამოს“ იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდება.