უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია კარატეს მსოფლიო ჩემპიონს, გოგიტა არქანიას შეხვდა

20 11 2014 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია კარატეს მსოფლიო ჩემპიონს, გოგიტა არქანიას შეხვდა
სპორტი
5

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიო ჩემპიონს, აფხაზეთიდან დევნილ გოგიტა არქანიას შეხვდნენ. გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელიც WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  ვახტანგ ყოლბაიამ სპორტსმენს მსოფლიო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და საჩუქრად სმარტფონი გადასცა.

„საქართველოს სპორტულ საზოგადოებას სპორტის ამ სახეობაში ასეთი წარმატება ჯერშეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან (3) არ ჰქონია. ჩვენ გვეამაყება, რომ ეს ჭაბუკი აფხაზეთიდანაა, იძულებით გადაადგილებული პირია, რომელმაც  საქართველო ასახელა. ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ მრავალ გამარჯვებას მოიპოვებს და  გააგრელებს წინსვლას   სპორტული  კარიერის გზაზე.  არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ გოგიტას ეს დიდი სპორტული გამოცდილება მომავალ თაობას გადაეცემა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, სპორტის ამ სახეობამ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვოს საქართველოში. კარატე ძალიან ძლიერი და კეთილშობილი  პიროვნებების სპორტია. ვულოცავ  საქართველოს საზოგადოებას ხალი მსოფლიო ჩემპიონის დაბადებას. აფხაზეთის მთავრობამ გადავწყვიტეთ, გოგიტასთვის ეს წარმატება პირადად მიგველოცა,  მოვფერებოდით და ჩვენი სიხარული გამოგვეხატა“, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

WKF ვერსიით კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ ბრემენში ჩატარდა, სადაც 120 ქვეყნის 1 000-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრების წევრმა, აფხაზეთის მკვიდრმა (ოჩამჩირე) გოგიტა არქანიამ 84 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან წარმატებით ჩაატარა ფინალამდე მისასვლელი ყველა ორთაბრძოლა, ფინალში 4:1 დაამარცხა იაპონიის წარმომადგენელი რიუტარო არაგა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან (2)

შეხვედრას საქართველოს კარატე–დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და აფხაზეთის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ ჯახაია ესწრებოდნენ.

კახა ბასილიას განცხადებით, მიუხედავად იაპონელთა საოცარი მომზადების დონისა და თავიანთ სპორტსმენთათვის  უმაღლესი პირობების შექმნისა, გოგიტა არქანიამ ფინალში სწორედ იაპონელი, თავისივე ქვეყნის ეროვნულ სახეობაში დაამარცხა.

„მე პირადად ვესწრებოდი გოგიტას ასპარეზობას. ტურნირში 120 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. დარბაზში დაახლოებით თხუთმეტი ათასი მაყურებელი იყო, ტრანსლაცია გადაიცემოდა ონლაინ-სივრცეშიც, სადაც ასპარეზობას თვალს მილიონამდე ადამიანი ადევნებდა. გოგიტას შერკინება მოუხდა იაპონელთან, რომელიც დაახლოებით ასკაციანშეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან (5) დელეგაციასთან ერთად იყო. მათ თან ახლდნენ თავიანთი ექიმები, მასაჟისტები, ფსიქოლოგები, ჰქონდათ ყველანაირი კომფორტი, რასაც მათი გამარჯვება უნდა გაეადვილებინა. ჩვენს დელეგაციაში კი მხოლოდ ხუთი ადამიანი იყო, იაპონელებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ბევრად  ხელმოკლედ გამოვიყურებოდით. როგორც აღმოჩნდა, იაპონელები დიდი ხნის მანძილზე სწავლობდნენ კონკურნტებს თავიანთ წონაში, ერთ-ერთ მოწინააღმდეგდ სწორედ გოგიტა მოიაზრებოდა, რომელსაც თურმე დიდხანს აკვირდებოდნენ. საბედნიეროდ, გოგიტა არქანიამ ასპარეზობა მოიგო, თანაც მათ ეროვნულ სახეობაში“, – განაცხადა საქართველოს კარატე–დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

გოგიტა არქანიას გამარჯვება ასევე მიულოცა აფხაზეთის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ ჯახაიამ და აღნიშნა, რომ სპორტსმენის მეუღლე, ნათია მელუაც მსოფლიო ჩემპიონია.

„გოგიტა არქანია გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც თავისი დაუღალავი შრომითა და ხალასი ნიჭით მიაღწია იმ მწვერვალს, რასაც მსოფლიო ჩემპიონობა ჰქვია ყველა სტილის გაერთიანებულ კარატეში, რომელიც ყველაზე პრესტიჟულია. დღეს უკვე იმაზეც მიდის მოლაპარაკება, რომ ეს სპორტი მალე ოლიმპიური სახეობა გახდება. რაღაც განსაკუთრებული ნიჭის პატრონი უნდა იყო, რომ ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდე. მანამდე გოგიტა შოტო-კანის მსოფლიო ჩემპიონი იყო. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მისი მეუღლე, ნათია მელუაც მსოფლიო ჩემპიონია. მას საკმაოდ დუხჭირი პერიოდი აქვს გამოვლილი. დადიოდა სხვადასხვა ტურნირებზე, სადაც კაპიკებს იღებდა, რომელსაც კი არ მოიხმარდა, ინახავდა, რათა ისევ ტურნირებზე წასულიყო და მიეღწია იმისთვის, რასაც დღეს მიაღწია“, – აღნიშნა თამაზ ჯახაიამ.შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან (4)

მსოფლიო ჩემპიონმა მიღებისა და თანადგომისთვის აფხაზეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველ ტურნირზე გამოსვლისას, მისი მთავარი მიზანია ასახელოს საქართველო და განსაკუთრებით აფხაზეთი.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ფედერაციას, რომელიც დღე და ღამე დაუღალავად მუშაობს და სპორტსმენთა განვითარებისთვის ყველაფრს აკეთებს. მადლობა ასევე სპორტის სამინისტროს და აფხაზეთის მთავრობას ასეთი გულთბილი მიღებისათვის. რაც შეეხება ორთაბრძოლებს, მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი არ არსებობს, იქ წარმოდგენილი სპორტსმენები თავიანთი ქვეყნის პირველი ნომრები არიან. როცა შეჯიბრზე გავდივარ, არასოდეს არ ვფიქრობ იმაზე, რომ მოვიგებ და რაიმე ანაზღაურება მექნება, ყოველთვის მაქვს ის განცდა, რომ მე პირველ რიგში ვარ ქართველი და უნდა ვასახელო ჩემი ქვეყანა, ჩემი აფხაზეთი“, – განაცხადა  WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიო ჩემპიონმა გოგიტა არქანიამ.