უახლესი ამბები

ლევან იზორია ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოტანას არ ეთანხმება

21 11 2014 | ავტორი: admin
ლევან იზორია ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოტანას არ ეთანხმება
პოლიტიკა
0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ე.წ. გასაღების შსს-დან გამოტანას არ ეთანხმება. ლევან იზორიას თქმით, უწყებისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვით ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება.

იზორია განმარტავს, რომ შსს-ს ეს უფლებამოსილება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ე.წ. გასაღების გამოტანით უწყების მიმართ საზოგადოების ნდობა შემცირდება.