მოხალისეები „სამხრეთ ოსეთიდან“ სეპარატისტების დასახმარებლად უკრაინაში გამგზავრებას გეგმავენ
პარტია „ედინაია ოსეტიას“ ოფისში მოხალისეების შეკრებისა და ვეტერანების შეკრების შესახებ განცხადება გააკეთეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთში შეშფოთებით აკვირდებიან თუ როგორ იპყრობენ ნეონაცისტები უკრაინას. ამის ფონზე ისინი დასავლეთის ქვეყნებს ფაშისტების მხარდამჭერებად იხსენიებენ. ამ ეტაზე უკრაინაში რუსეთის „ჩეჩნური სპეცრაზმის“ 1000-მდე სპეცრაზმელი გაემგზავრება.
პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინელი რადიკალი ბოევიკები სამხრეთ ოსეთში კარგად არიან ცნობილნი 2008 წლის ომში პირადი მონაწილეობით.