უახლესი ამბები

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა

21 11 2014 | ავტორი: admin
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა
საზოგადოება
0

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით აღწერის შედეგების ზოგადი შეფასება გააკეთა. აღწერის დაწყების მომენტიდან მუშაობა დაიწყო საქსტატის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც დეკემბრის ბოლომდე შეამოწმებს და შეაფასებს აღმწერის მიერ შესრულებულ საქმიანობას. ასევე გაგრძელდება იმ ოჯახების აღწერა, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა დაკავშირება.