უახლესი ამბები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები 35:24 დაამარცხა

24 11 2014 | ავტორი: admin
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები 35:24 დაამარცხა
სპორტი
0

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე დიდი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“ იაპონიის ნაკრები 11-ქულიანი სხვაობით 35:24 დაამარცხეს. პირველ ტაიმში თითო ლელო მამუკაშვილმა და კვირიკაშვილმა დადეს.

საწყის წუთებში ჩვენმა გუნდმა საჯარიმო ლელოს გატანაც მოახერხა და ტაიმი 17:10 დასრულდა. მეორე ნახევარში ლაშა ხმალაძემ და ბექა წიკლაურმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს.

ამ დროისთვის რაგბის მსოფლიო რეიტინგში იაპონიის ნაკრები მეათე ადგილზეა, ხოლო საქართველო კი მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.