უახლესი ამბები

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ახალი ზელანდიაც შეუერთდა

27 11 2014 | ავტორი: admin
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ახალი ზელანდიაც შეუერთდა
გარესამყარო
0

ახალი ზელანდია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ადგილობრივმა ბანკებმა რუსული სახელმწიფო ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები დახურეს.

შეზღუდვები ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, როდესაც ავსტრალიის მთავრობამ სანქციები გაზარდა.

რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალზელანდიელი ბანკირების პოზიცია ქვეყნის პოლიტიკას არ ასახავს და ავსტრალიასთან დაკავშირებული აქციონერების პოზიციას გამოხატავს.

ამჟამად ავსტრალიის შავ სიაში რუსეთის 113 მოქალაქე და 32 იურიდიული პირია.