უახლესი ამბები

მუსიკის ფესტივალი „კაზანტიპი“ ყირიმის ნაცვლად საქართველოში გაიმართება

05 05 2014 | ავტორი: admin
მუსიკის ფესტივალი „კაზანტიპი“ ყირიმის ნაცვლად საქართველოში გაიმართება
კულტურა
4

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „კაზანტიპი“ ყირიმის ნაცვლად უკვე 2014 წლის ზაფხულში საქართველოში გაიმართება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ 5 მაისს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი სიგუას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ ღონისძიების ქალაქ ანაკლიაში გამართვას. ფესტივალის ორდღიანი ანალოგი „კრიმფესტი“ კი ბათუმში გაიმართება.

ფესტივალი „კაზანტიპი“ 1992 წლიდან ტარდება. თავიდან ის ყირიმის სამხრეთ აღმოსავლეთში იმართეოდა. ყოველწლიურად ღონისძიება 100 ათასზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.