უახლესი ამბები

რუსი ექსპერტი: რუსეთისთვის უკრაინის ომი დასასრულის დასაწყისია

01 12 2014 | ავტორი: admin
რუსი ექსპერტი: რუსეთისთვის უკრაინის ომი დასასრულის დასაწყისია
გარესამყარო
0

ცნობილმა მოსკოველმა სამხედრო ექსპერტმა ბაბჩენკომ მასმედიასთან ინტერვიუში რუსეთის დასასრულის შესახებ ისაუბრა.

„რუსეთის ფედერაციისთვის, იმ სახელმწიფოსთვის, როელიც ახლა არის, უკრაინის ომი დასასრულის დასაწყისია. ეს უკანასკნელი ომია, ის რუსეთში ბანდიტიზმის სახით გადავა, აქ ყველაფერი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას“ დაემსგავსება. ვფიქრობ, ჩვენ სახელმწიფოს მმართველების გარეშე მოგვიწევს ცხოვრება, ხელისუფლება დაჯგუფებების ხელში გადავა.

რით დასრულდება ყოველივე ეს, არავინ იცის, ჩვენ საზოგადოების ატომიზაციის ისეთ სტადიას მივაღწიეთ, რომ რაიმეს სწავლაზე უკვე საუბარიც უაზროა.

რუსეთის დიდი პრობლემა ის არის, რომ ის არასოდეს სწავლობს შეცდომებზე. აქ არც ერთი ომი არ ყოფილა გააზრებული. საბოლოო ჯამში, ომი გააზრებული უნდა იყოს: რა იყო ეს? რატომ იყო? რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს. რუსეთში ეს არ ხდება და სულ ამ წრეზე მოძრაობს.

ის ხალხი, რომლებიც დღეს ყვირიან, რომ „ყირიმი ჩვენია“, „უკრაინა ჩვენია“, „დავეხმაროთ რუსებს“ – მათ უბრალოდ არ ესმით რაზე საუბრობენ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ჯარისკაცებით თამაშია. სინამდვილეში, ეს ძალიან სისხლიანი, ბინძური ომია და მათთვისვე იქნება ცუდი“, – ამბობს რუსი ექსპერტი.

kavkazcenter.com- ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია