ჟენევის მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით ზალკალიანს, დავით დონდუა ჩაანაცვლებს.
„რას გულისხმობდა კარასინის, ეს ჩემი საკომენტარო არ არის, მაგრამ ის ინფორმაცია, რომელიც რია-ნოვოსტის საიტზეა გამოქვეყნებული, როგორც ვიცი, კარასინი-აბაშიძის ფორმატს ეხება, ამიტომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვისაუბრო ჟენევის მოლაპარაკებებზე. როგორც აქამდე ვიყავით კონსტრუქციულები და ვცდილობდით, რომ გარკვეული პოზიტივი და რეალური შედეგი ყოფილიყო, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც,“ – განაცხადა დონდუამ.