უახლესი ამბები

მოლდოვა დასავლურ არჩევანს ინარჩუნებს

02 12 2014 | ავტორი: admin
მოლდოვა დასავლურ არჩევანს ინარჩუნებს
გარესამყარო
0

წინასაარჩევნო ინტრიგა მოლდოვაში, მმართველი პროდასავლური კოალიციის სასარგებლოდ დასრულდა. საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირის მომხრეებმა მეტი ხმა მოიპოვეს, ვიდრე მათ ოპონენტებმა. ამასთან, პირველი ადგილი მყარად უკავია სოციალისტურ პარტიას რომელმაც ბიულიტენების მეტი ნაწილის დათვლის შედეგად ამომრჩეველთა 21,6 ხმა დაგროვა, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 18,92 პროცენტი მოაგროვა, მათ შემდეგ კი მოდიან კომუნისტები 17,83 პროცენტით.

პარლამენტში რომ მხოლოდ ლიდერები შესულიყვნენ, მაშინ მემარცხენეები, ანუ რუსეთთან ინტეგრაციის მომხრე პარტიები გამარჯვებას მოიპოვებდნენ, თუმცა მემარჯვენეებს კიდევ ორი პარტია ეხმარება – დემოკრატიული და ლიბერალური პარტიები, რომლებმაც ხმების 15,76 და 8,38 პროცენტი მიიღეს. აღსანშნავია, რომ ერთ-ერთი ძლიერი პარტია „როდინა“ მოხსნილი არჩევნებიდან იქნა, დაფინანსების დარღვევების ბრალდებით. სწორედ ამ პარტიას, რომელსაც მოლდოვური წარმოშობის რუსი ბიზნესმენი რენატ უსტიმი მართავს, შეეძლო გამარჯვება მემარცხენეთა მხარეს გადაეწონა, წინასაარჩევნო გამოკითხვებით, მათ ამომრჩეველთა 12 პროცენტი აძლევდა ხმას.
ჯამში, არჩევნებში მომაწილეობა ამომრჩეველთა 55 პროცენტმა მიღო. აღსანშნავია რომ ეს ციფრი ნაკლებია 2010 წელს გამართულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე, მაშინ არჩევნებში ამომრჩეველთა 65 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
ხმათა 87,7 % დათვლის შემდეგ, ცესკო-მ გამოაცხადა კონფიგურაცია ხუთი პარტიით. სოციალისტები საკანონმდებლო ორგანოში 26 მანდატს მიიღებენ, ლიბერალ-დემოკრატები – 23 მანდატს, კომუნისტები – 21 მანდატს, დემოკრატები – 19 მანდატს, ლიბერალები კი 12- მანდატს. საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილი იყო 19 პარტია, ერთი ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.

სოციალისტების ლიდერობა მოულოდნელობა იყო, რადგან სოციოლოგიური გამოკითხვები კომუნისტების გამარჯვებაზე მეტყველებდნენ. თავის მხრივ, კომუნისტები დაწმუნებულნი არიან, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია, ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, კომუნისტური პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ვორონინმა : „ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნების შედეგები იყო გაყალბებული. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ხმათა ხელახალი დათვლა მოვითხოვო“, – განაცხადა ვორონინმა.

კომუნსტების აღშფოთება გასაგები ხდება. არჩევნებამდე ექსპერტები ოპოზიციის შესაძლო გამარჯვებაზე საუბრობდნენ, რაც ევროკავშირთან ასოცირების მიმართ მოლდოველთა უარყოფითი დამოკიდებულებით მყარდებოდა . მას შემდეგ, რაც ზაფხულში მოლდოვამ ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, ადგლობრივი ფერმერებისთვის რუსეთის ბაზარი დაიკეტა, ამან მწარმოებელთა უკმაყოფილება გამოიწვია და შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს, რამაც ისინი გაკოტრებამდე მიიყვანა.
ვორონინის ეჭვევს ისიც ამართლებს, რომ მოლდოვის ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ოპოზიციური პარტიები ლიდერობდნენ, ხმების დათვლის შემდეგ კი მემარჯვენეთა პოზიციები გაუმჯობესდა და მემარცხენეთა გაუარესდა.
თუმცა, არჩევნების შედეგებში ეჭვის შეტანის მთავარი მიზეზი რუსეთში საარჩევნო უბნების სიმცირეა. მათი რაოდენობა მხოლოდ ხუთს შეადგენდა, რომელთაგან თითოეულს 3 000 ბიულეტენი გადაეცა. აქედან გამომდინარე, რუსეთში 15 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. არაოფიციალური მომაცემებით, რუსეთში მილიონამდე მოლდოველია. აღსანშნავია, რომ იტალიაში, სადაც 150 000 მოლდოველია, 25 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
საბოლო ჯამში, მიუხედავად კომუნისტების განცხადებებისა, დსთ-ის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები მოლდოვაში საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა. თუმცა ასევე აღინიშნა, რომ საზღვრებს გარეთ უბნებზე დარღვევები იყო.
მმართველი კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპრაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება. დემოკრატიული პარტიის ლიდერის, დიმიტრი დიაკოვის თქმით მოლაპარაკებები „რთული და სწრაფად გადაწყვეტილი იქნება“.

მომზადებულია Lenta.ru-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია