აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წარსულზე ორიენტირებული პოლიტიკოსი უწოდა და გააკრიტიკა..
„ვლადიმერ პუტინს აქვს ნაციონალისტური და წარსულისკენ მიმავალი მიდგომა რუსულ პოლიტიკაში, რაც ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას, რომელზეც დასავლეთის სანქციებმა სერიოზული გავლენა იქონია. შეერთებული შტატები განაგრძობს ზეწოლას რუსეთზე იმ სანქციების შენარჩუნებით, რომელიც ყირიმის ანექსიით დაიწყო“, – განაცხადა ობამამ.