უახლესი ამბები

უეფამ ყირიმულ საფეხბურთო კლუბებს რუსეთის ჩემპიონატებში ასპარეზობა აუკრძალა

06 12 2014 | ავტორი: admin
უეფამ ყირიმულ საფეხბურთო კლუბებს რუსეთის ჩემპიონატებში ასპარეზობა აუკრძალა
სპორტი
0

უეფამ ყირიმულ კლუბებს რუსეთის საფეხბურთო ლიგებში ასპარეზობა აუკრძალა. ევრპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტიებით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ნებართვის გარეშე, რუსეთს ყირიმის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტურნირის ჩატარების უფლება ჩამოერთვა.

უეფა ყირიმის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მეურნეობის განვითარებას საკუთარი ფინანსებით შეეცდება. უეფას გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ფიფამ. აკრძალვის მიხედვით, სიმფეროპოლის, სევასტოპოლისა და იალტის კლუბები რუსეთის მეორე დივიზიონში ვეღარ ითამაშებენ. შეზღუდვა 2015 წლის პირველი იანვრიდან ვრცელდება.