უახლესი ამბები

მთავარმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

06 05 2014 | ავტორი: admin
მთავარმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო
კრიმინალი
0

„დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე. პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

ამავდროულად, მივმართავთ „რუსთავის 2“-ის თანამშრომლებს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.