უახლესი ამბები

ამერიკელმა სამხედროებმა „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

07 12 2014 | ავტორი: admin
ამერიკელმა სამხედროებმა „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
გარესამყარო
0

ამერიკელმა სამხედროებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. სპეცოპერაცია პაკისტანში ჩატარდა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ტერორისტების ლიდერი ომარ ფარუკი სახლში იმყოფებოდა, რომელზეც იერიში უპილოტო თვითმფრინავით განხორციელდა.

ტერორისტების ლიდერის ლიკვიდაციის ფაქტს ადასტურებენ პაკისტანშიც.