უახლესი ამბები

ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალი: რუსეთის უკრაინაში შეჭრა ნაკლებსავარაუდოა

06 05 2014 | ავტორი: admin
ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალი: რუსეთის უკრაინაში შეჭრა ნაკლებსავარაუდოა
გარესამყარო
0

ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრას. მისი აზრით, რუსეთი თავისი მიზნების მიღწევას სხვა გზებით ეცდება. ამერიკელი გენერალი თვლის, რომ მოსკოვს გამიზნული აქვს კიევის ხელისუფლების დისკრედიტაცია და არეულობების პროვოცირებას გააგრძელებს, „რათა საფუძველი დაუდოს სეპარატისტულ მოძრაობას“.

 

მომზადებულია Deutsche Welle მასალებზე დაყრდნობით Abkhazia Newsსთვის