უახლესი ამბები

პროკურატურა თბილისის მერიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს

10 12 2014 | ავტორი: admin
პროკურატურა თბილისის მერიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს
კრიმინალი
0

მთავარი პროკურატურა თბილისის მერიაში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ქალაქ თბილისის მერიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ თბილისის მერიასა და გამგეობებში არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება 2014 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვების კანონიერების შესწავლის მიზნით. ხსენებულ საქმეზე თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს გამოძიება, რის ფარგლებშიც მოხდება მთ მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით გადმოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა. გამოძიება დაწყებულია 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილით“, – აცხადებენ პროკურატურაში.