უახლესი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთში ნატო-ს ახალ მისიას ერთხმად დაუჭირა მხარი

13 12 2014 | ავტორი: admin
გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთში ნატო-ს ახალ მისიას ერთხმად დაუჭირა მხარი
გარესამყარო
0

გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთში ნატო-ს ახალ მისიას ერთხმად დაუჭირა მხარი.

ახალი მისია, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, მიზნად ისახავს  ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონსულტაციების გაწევას.

ნოემბრის ბოლოს ავღანეთის პარლამენტმა კენჭი უყარა ქვეყანაში ნატო-ს 12 ათასიანი კონტინგენტის დარჩენის საკითხს, რომელიც ამ წლის მიწურულს „ISAF-ის“ მისიის დასრულების შემდეგ ავღანეთში დარჩება.