უახლესი ამბები

ბიძინა ივანიშვილმა რუსულ „ფორბსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა

24 12 2013 | ავტორი: admin
ბიძინა ივანიშვილმა რუსულ „ფორბსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
0

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსულ „ფორბსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა:

„სააკაშვილი, რა თქმა უნდა ჩემი მადლიერი იყო, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ყველაფერი მისთვის არ კეთდებოდა. არ უნდა მიმეცა იმის საშუალება, რომ მას ეგრძნო, თითქოს იგი ჩემთან მოვალე იყო.

დროთა განმავლობაში ადამიანი იძულებს იმას, ვის მიმართაც გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმოდა. მე მას ვაფრთხილებდი, რომ დავეხმარებოდი მანამდე, სანამ ქვეყნისთვის გამოსადეგარი იქნებოდა. ვეუბნებოდი, რომ თუ იგი ქვეყნისთვის შედეგის მომტანი აღარ იქნებოდა, მე მას ჩამოვცილდებოდი, ხოლო თუ ქვეყნის მტერი გახდებოდა, მე მის წინააღმდეგ ვიბრძლებდი.

ამას ხშირად ვუმეორებდი, მისი პასუხი კი მადლობით შემოიფარგლებოდა. რევოლუციის დროს ძირითადი ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იყო, მე არ ვერეოდი, ჩემი „მეცხრე არხი“ თადარიგში მქონდა, იმ შემთხვევისთვის, თუ დემოკრატიული სულისკვეთება ჩაქრებოდა ან „რუსთავი 2“-ს რამე დაემართებოდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მაშინვე გავიღვიძებდით.

როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მე ჩავთვალე, რომ საშიშროება აღარ იყო და დავხურე „მეცხრე არხი“. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. იმ დროისთვის მე ღიად არ ვჩნდებოდი, მხოლოდ სააკაშვილს ვხვდებოდი.

მერაბიშვილს რაც შეეხება, მასთან შეხვედრები არ მქონია.

სააკაშვილი ყოველთვის მთავაზობდა, რომ ჩემთან შემდგარიყო შეხვედრები, მაგრამ მე არ მსურდა – სახლი ჩემთვის წმინდაა.

იმის გამო, რომ დაფარული პირი ვიყავი, ტელევიზორს, ფაქტობრივად, არ ვუყურებდი, ბოლოს გავიგე, რომ დემოკრატიის მშენებლობის ნაცვლად, მათ ავტოკრატია ააშენეს, ასევე ხელში ჩაიგდეს მთელი ბიზნესი.

სანამ 2007 წლის 7 ნოემებერს მშვიდობიანი დემონსტრაცია არ დაარბიეს, მე ვერაფერს ვხვდებოდი, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ხალხი მთავრობისგნ სერიოზულად დატანჯული იყო,

დავდე პირობა და გარანტიას ვიძლევი, რომ ხელისუფლება, რომელიც დავტოვე, ააშენებს ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანას და არასოდეს იქნება კორუფციული,

ამ დრომდე საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს. მე ვიყავი პრემიერი, როცა ვიყავი ფრანგი. ამ პერიოდში ჩემთვის რომ დაებრუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა, მე უკვე არ მექნებოდა უფლება ვყოფილიყავი პრემიერი. აი, ამგვარად, მოახერხა სააკაშვილმა ჩვენი კონსტიტუციის დამახინჯება. ამჟამად, უზენაესი სასამართლო ამ საკითხს განიხიალავს და დეკემბრის ბოლომდე, ვფქირობ, რომ საქართველოს მოქალაქეობას აღმიდგენენ.

ჩემი ოჯახის ყველა წევრს აქვს რუსეთის მოქალაქეობა. მე შემიძლია რუსეთის მოქალაქეობის დაბრუნება, თუ იქნება საჭირო. თუმცა ჯერ, ამის საჭიროება არ არსებობს.

ჩემი მხრიდან ბევრი ეშმაკური ნაბიჯი იყო გადადგმული. ამის ხარჯზე ჩვენ გავიმარჯვეთ. კიდევ ერთი მაგალითი. პარტიის შექმნაზე ჩემი განცხადების შემდეგ, სააკაშვილმა მე მოქალაქოება ჩამომართვა. ამერიკელებსა და ევროპელებს ეს არ მოეწონათ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგი ფიქრობდა, ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენას და ეს იქნებოდა მისი მხრიდან ლამაზი ნაბიჯი. ჩვენ უნდა აგვეცილებინა ეს თავიდან. ერთ-ერთ მიტინგზე მე ხმამაღლა დავიძახე: „აბა, სცადოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა!“ და ასე შემდეგ. მე ვიცოდი, რომ მას წინააღმდეგობის განცდა დაეუფლებოდა. ის საკმაოდ პრიმიტიული ადამიანია. ასეც გამოვიდა, მოქალაქეობა მე არ დამიბრუნეს და უცხოელებთან ურთიერთობაში მე ეს კოზირი დამრჩა. სააკაშვილის ფსიქიკა ვიცოდი და ბევრ ასეთ ფოკუსს ვუტარებდი.

მათ რომ გაეგოთ, რომ მე ამ განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, ამის საშუალებას არ მომცემდნენ, მაშინვე მომკლავდნენ. საჭირო იყო მათ გაეგოთ, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემს ადგილს, ჩემი შვილი დაიკავებდა. უნდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ უტა შეძლებდა ოპოზიციის ლიდერად გახდომას. ვინ იყო უტა-აქ არავინ იცოდა. ის ცხოვრობს პარიზში, სწავლობს უნივერსიტეტში. უტა მშვიდია, ბუზს არ აწყენინებს, განსხვავებით ბერასგან. ბერას ისინი კარგად იცნობდნენ. მას ემუქრებოდნენ, თუმცა მას არაფრის არ ეშინია.

მე და ჩემმა მეუღლემ სანდო ხალხის მეშვეობით უტას გადავუგზავნეთ სცენარი, რომლის მიხედვით, ის უნდა მოქცეულიყო ჩემი განცხადებების ანალოგიურად. იმ შემთხვევაში, თუ ამ განცხადების გავრცელებას მე საქართველოში ვერ შევძლებდი, ამას გაახმაურებდნენ საინფორმაციო სააგენტოები პარიზში და შვეიცარიაში.

სცენარის შესაბამისად, უტამ დამირეკა და მითხრა, რომ თუ მე არ ვაპირებდი პოლიტიკაში წასვლას, ის დაბრუნდებოდა პარიზიდან და დაიწყებდა ბრძოლას. მე ვყვიროდი, რომ ის სულელია, ვცდილობდი გადამეფიქრებინა მისთვის ამის გაკეთება, ვპირდებოდი, რომ ჩავიდოდი პარიზში და იქ დავილაპარაკებდით. ის მპასუხობდა, რომ არც კი შემხვდებოდა პარიზში და არ დამელაპარაკებოდა, თუ მე ქვეყანას მივატოვებდი და წავიდოდი. ჩვენი ეს საუბრები, რა თქმა უნდა, ისმინებოდა.

აქ უკვე თამაშში ჩემი მეუღლე ჩაერთო-მან დაურეკა უტას და გაბრაზებულმა უთხრა, რომ მე მისი ანგარიშების დაბლოკვას ვაპირებდი. უთხრა-მამაშენი დაბერდა, ყველაფრის ეშინია, მისცა მინდობილობა ვიღაც ნაძირალას, რომ დახუროს შენი ანგარიშები. უთხრა, ჩამოდი, მე დაგიჭერ მხარს. ამის შემდეგ, მე დავურეკე გიგას და ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა უტას ანგარიშების დაბლოკვას, რადგან ჩემი ოჯახი წავიდა ჩემს წინააღმდეგ. ვუთხარი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და დაველოდები აქ ჩემს შვილს.

ჯერჯერობით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულად რჩებიან. ამ ტერიტორიების გამოყოფა რუსეთის დახმარებით მოხდა. ახლა კი, ჩემი აზრით, ეს თვითონ რუსეთს უქმნის საფრთხეს. იმედი მაქვს, რუსეთში ამას მიხვდებიან. თუ ვერ მიხვდებიან, ძველებური მეგობრული ურთიერთობების აღდგენა პრობლემატური იქნება. „ბორჯომისა“ და ღვინის გამო შერიგებას არ ვაპირებთ. ჩვენთვის აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ტერიტორიები კი არ არის, ეს არის ხალხი. იქ ჩვენი ძმები –აფხაზები და ოსები ცხოვრობენ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ისინი უნდა დავიბრუნოთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ ომს. ჩვენ გვინდა საქართველო ნამდვილ, ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ, რომ მათთვის ჩვენთან ცხოვრება საინტერესო იყოს“.