უახლესი ამბები

ელენე თევდორაძე: ზურაბ ჟვანია მოკლულია

27 12 2013 | ავტორი: admin
ელენე თევდორაძე: ზურაბ ჟვანია მოკლულია
ინტერვიუ
0

ელენე თევდორაძემ რუსულ სააგენტო „ვესტი კავკაზასთან“ ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ისაუბრა. Abkhazia News ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

— ქალბატონო ელენე, არსებობს თუ არა ბევრი კითხვა კობა ხარშილაძის მიმართ იმ  ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც 9 წლის წინ საბურთალოს ქუჩაზე მოხდა?

ყველანი კარგად ვიცნობდით კობა ხარშილაძეს. ის ზურაბთან 1990 წლიდან მუშაობდა დაცვაში, ანუ იმ პერიოდიდან, სანამ ზურაბ ჟვანია პარლამენტის წევრი გახდებოდა და „მწვანეთა პარტიას“ ხელმძღვანელობდა. ყოველი ცვლილების დროს ხარშილაძე მის გვერდით იყო, მაგრამ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ მის ცხოვრებაში ფანტასტიკური ცვლილებები მოხდა: ის თბილისის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, ფულის გამომუშავების საშუალება მისცეს და ასე შემდეგ.

— თქვენც დარწმუნებული ხართ, რომ ზურაბ ჟვანია გაზით არ გაგუდულა და ის მოკლულია?

დიახ, დარწმუნებული ვარ! დიდ ხანს ვფიქრობდი ამაზე, ვაჯერებდი ფაქტებს და საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივედი.

— გამოდის, რომ ჟვანიას უახლოესმა მეგობრებმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას სიმართლე დაუმალეს. მაგრამ ქვეყნის მთავრობა ერთი წლის წინ შეიცვალა. ახალმა მთავრობამ რატომ არ გამოიძია საქმე და რატომ არ დააკავა მკვლელი?

არა, რატომ. პროკურატურა გამოიძიებს და რამდენადაც ვიცი, ეს პროცესი უახლოეს ორ თვეში დასრულდება. ამის შესახებ გარდაცვლილის მეუღლემ მითხრა.

— ანუ ხარშილაძე სინამდვილეში ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დააკავეს?

ფორმალურად ის ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულეს, მაგრამ ყველას გვესმის,რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო ზურაბ ჟვანიას გასაიდუმლოებული მკვლელობის გამოსაძიებლად.

მომზადებულია: Vestikavkaza.ru-ს მიხედვით Abkhazia News-სთვის, ირაკლი თორია