უახლესი ამბები

ობამა – მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ეპოქა სრულდება

16 12 2014 | ავტორი: admin
ობამა – მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ეპოქა სრულდება
გარესამყარო
0

მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ეპოქა სრულდება. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მაკგუაირის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

შეხვედრას სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ესწრებოდა. ბარაკ ობამას განცხადებით, 180 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში მსახურობენ, მომავალი წლიდან მხოლოდ 15 ათასი დარჩება.

ისინი აღნიშნულ ქვეყნებში ადგილობრივ სამართალდამცველებს კონსულტაციებს გაუწევენ და ტრენინგებს ჩაუტარებენ.