უახლესი ამბები

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსული „დათვების“ ადგილი ტყეშია

16 12 2014 | ავტორი: admin
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსული „დათვების“ ადგილი ტყეშია
გარესამყარო
0

გაზეთ Sunday Telegraph-თან ინტერვიუში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფოლონმა რუსეთის მიერ ევროპის მიმართ მოსალოდნელ საფრთხეზე ისაუბრა.

„პუტინი ევროპას აშინებს, იმუქრება და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ამოწმებს. მას შეუძლია ძალიან შორს შეტოპოს და კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს.

კითხვაზე, თუ რა მოტივით ხელმძღვანელობს პუტინი, ფოლონი პასუხობს: „შესაძლოა მათ ეკონომიკური განვითარება შეუჩერდათ. შესაძლოა პუტინმა ნახა შანსი, რათა ისევ გაადიდოს რუსეთის საზღვრები. შესაძლოა ის ნაწყენია საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო ან ეს ყოველივე ერთად აქვს არეული“.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის, მინისტრმა განაცხადა: „მე არ ვენდობი პუტინს და ჩვენ უარესისთვის უნდა ვემზაადოთ.

გაზეთმა მინისტრს შეახსენა, რომ მიმდინარე წელს ინგლისის საჰაერო ძალებს ასზე მეტჯერ მოუხდა გზის გადაჭრა რუსულ ბომბდამშენ Bear-თვის (დათვი), რაც 3 ჯერ მეტია, ვიდრე სხვა წლებში.

„ბრიტანელი მფრინავები ახლა წნეხის ქვეშ არიან. მე უფრო იმის საფრთხე მაშინებს, რომ ერთმანეთს არ შეეჯახონ. რუსული „დათვების“ ადგილი ტყეშია,“ – განცხადა მინისტრმა.

 

 

kavkazcenter.com-ის მასალების მიხედვით

 

ირაკლი თორია