უახლესი ამბები

საქართველო და „NASA“ მზეს ერთად შეისწავლიან

13 01 2014 | ავტორი: admin
საქართველო და „NASA“ მზეს ერთად შეისწავლიან
მეცნიერება
0

ერთობლივი პროექტის განხორციელებას „NASA“ და საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ერთად დაიწყებენ.

პროექტი „ვარსიტი“ ითვალისწინებს მზეზე განვითარებული მოვლენების შესწავლას, პროცესებსა და პროგნოზირებას თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ დედამიწაზე. აღნიშნული პროექტი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი კვლევითიცენტრები მიიღებენ მონაწილეობას.

„NASA-ს“ წარმომადგენლების ხელმძღვანელობით დაკვირვება იწარმოებს თანამგზავრებიდან რაც მეცნიერებს გარკვეული პროგნოზის გაკეთების საშუალებას მისცემს.