უახლესი ამბები

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

07 05 2014 | ავტორი: admin
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა
მეცნიერება
0

„გიორგი ძიძარიას საფლავი სოფელ ლიხნშია. ვიმედოვნებ, რომ მოვა დრო, ქართველები და აფხაზები სწორედ ლიხნიდან აუწყებენ მსოფლიოს, რომ ქართველების და აფხაზების გაყრა-დაშორება არაბუნებრივი, არალოგიკური, ტრაგიკული, გაუთვალისწინებელი დროებითი მოვლენა იყო და უფრო ღრმად შეისწავლიან იმ პრობლემებს, რომლებიც ხელშეწყობის ნაცვლად ხშირად ხელს უშლიდნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგებას“;

„მთავარი უკვე ვიცით – ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ“, – ვახტანგ ყოლბაია.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი აფხაზი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის პრემიების ლაურეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გიორგი ძიძარიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.dzidzarias iubile 6

სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომაზე მოხსენებით პროფესორი ოთარ ჟორდანია წარსდგა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ყოლბაია ასევე შეეხო ძიძარიას განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხებში.

„სამეცნიერო და თანამდებობრივი ტიტულები არ აკლდა ბატონ გიორგის, ეს ყველამ იცის, მაგრამ ერთი საუკუნისი უბილე რომ აღნიშნოს თბილისმაც და სოხუმმაც, ღირსებითაც უნდა იყო გამორჩეული.

გიორგი ძიძარია არ გახლავთ მხოლოდ ერთი გამორჩეული აფხაზი მეცნიერი. ის თანაბარი პატივისცემით ეპყრობოდა ქართველ და აფხაზ მეცნიერებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის კულტურულ-სამეცნიერო, სოციალურ-პოლიტიკური პროგრესში.dzidzarias iubile 4

მისი მთავარი გზავნილი, იყო და არის ის, რომ არ შეიძლება ვიწრო აფხაზურ თუ ქართულ ,,ნაჭუჭში ჩაკეტვა“. სრულიად განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ბატონი გიორგი კითხულობდა არა მარტო მე-19 საუკუნის აფხაზეთის ისტორიის კურსს, არამედ მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, დეტალურად იკვლევდა კავკასიის ხალხთა ისტორიას, გახლდათ დეპუტატი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მუშაობდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ და ეწეოდა მრავალ სხვა საქმიანობას. სწორედ ამიტომაც ჰქონდა მას სხვა დამოკიდებულება, სხვა მიდგომა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი.

გიორგი ძიძარია დაიბადა და გაიზარდა სოფელ ლიხნში იქ, სადაც უფრო მეტი აფხაზი ცხოვრობდა, სკოლა სოხუმში დაამთავრა, სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან ძლიერი იყო საბჭოთა რეჟიმის გავლენა, რომლის მთავარი მიზანი ერთ სამშობლოში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს შორის სიძულვილის გაღვივება იყო, მას არასოდეს შეუცვლია დამოკიდებულება ქართულ მიწაზე ქართველებისა და აფხაზების ერთად თანაცხოვრებისადმი.dzidzarias iubile 5

არ ვიცი ვინ და როგორ შეაფასებს ჩემს მიდგომას, მაგრამ ასე მგონია, გიორგი ძიძარია ცოცხალი რომ ყოფილიყო, რაღაც განსხვავებულ გზას შემოგვთავაზებდა ქართულ-აფხაზური პრობლემების მოსაგვარებლად.

გიორგი ძიძარიას საფლავი სოფელ ლიხნშია. ვიმედოვნებ, რომ მოვა დრო, ქართველები და აფხაზები სწორედ ლიხნიდან აუწყებენ მსოფლიოს, რომ ქართველების და აფხაზების გაყრა-დაშორება არაბუნებრივი, არალოგიკური, ტრაგიკული, გაუთვალისწინებელი დროებითი მოვლენა იყო და უფრო ღრმად შეისწავლიან იმპრობლემებს, რომლებიც ხელშეწყობის ნაცვლად ხშირად ხელს უშლიდნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგებას.

dzidzarias iubile 8ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს სამართლის თქმის, ისევე როგორც არ ეშინოდა გიორგი ძიძარიას, როცა საბჭოთა დროში წერდა 1866 წლის აჯანყებაზე, აფხაზურ-რუსულ ურთიერთობების სიმძიმეზე, აფხაზი ხალხისბრძოლაზე პრორუსულ აფხაზურ თავად-აზნაურობასთან, როცა აანალიზებდა მუჰაჯირობის პრობლემებს აფხაზეთის ისტორიაში, როცა ამხელდა რუსეთის იმპერიის ჩანაფიქრს, ,,გაესუფთავებინა“ კავკასია მათთვის არაკეთილსაიმედო, მეამბოხე სულის მატარებელი მოსახლეობისგან და განემტკიცებინა თავისი გავლენა დაძალაუფლება კავკასიაში.

პროცესი დაიწყო… აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, აქ, თბილისში პატივს მიაგებდნენ აფხაზი ხალხის შვილის დიმიტრი გულიას ხსოვნას. ღონისძიებები ტარდებოდა სოხუმშიც…. – ახლა ვიკითხოთ, რა გვაქვს გასაყოფი, თუ ჩვენ ერთნაირად ვაფასებთ ადამიანების ღვაწლს, მათ დამსახურებას.

ფიგურალურად თუ ვიტყვი, ისტორია გვიცავს და დიდი აფხაზები ბრუნდებიან საქართველოს დედაქალაქში. 2014 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, იმ ადამიანის სახელი, რომელსაც ყოველთვის სურდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ფარგლებში, თავის ბუნებრივ გარემოში, თავის ოჯახში ყოფილიყო.dzidzarias iubile 9

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, საქართველოს მთავრობის, თბილისის საკრებულოს ხელშეწყობით საქართველოს დედაქალაქში დადგა მემორიალი -,,საქართველოსთვის“, ეს კი იმის ნიშანია, რომ აფხაზეთშიც, სოხუმშიც დაბრუნდებიან დიდი ქართველები, მათი სახელებს პატივს მიაგებენ აფხაზები, ამგვარად ჩვენ ერთმანეთისკენ შემოვბრუნდებით – დღევნადელი ქართველები და აფხაზები.

მთავარი უკვე ვიცით – ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზე მეცნიერის ღვაწლზე ასევე ისაუბრეს პროფესორებმა: ჯონი აფაქიძემ, გიორგი ანთელავამ, ზურაბ პაპასქირმა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვაჟა შენგელიამ.

ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიკოსთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომას ქართველი მეცნიერები, ისტორიკოსები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.